ეროვნული ინტერნეტკონკურსი 2009  

 

წლის ყველაზე მნიშვნელოვნი მოვლენა ქართულ ინტერნეტში, „ეროვნული ინტერნეტ კონკურსი“ სტარტს შემოდგომაზე აიღებს. ქართული ინტერნეტი მიუხედავად ქვეყანაში არსებული კრიზისისა ვითარდება, სხვა და სხვა მიმართულებით იქმნება ახალი საინტერესო პროექტები, იზრდება ბლოგების რაოდენობა, ქართული სოციალური ქსელებიც კი გაჩნდა. ქვეყანამ უნდა გაიცნოს ის ხალხი ვინც დაუღალავად ქართული ინტერნეტის განვითარებაზე ზრუნავს, ქმნის ბიზნესს ინტერნეტში.

 

„ეროვნული ინტერნეტ კონკურსის“ საორგანიზაციო კომიტეტი ეცდება რომ წლევანდელ კონკურსში როგორც მონაწილეები ასევე გამარჯვებულები საზოგადოებისათვის მაქსიმალურად ცნობილები გახდნენ, ხოლო მათ მიერ დამზადებული გვერდები ერთგვარი ხარისხის ნიშანი გახდეს, სხვებისათვის მისაბაძ საგნად გადაიქცეს. კონკურსის ორგანიზატორები ინტერნეტ საზოგადოებას ღონისძიების ფარგლებში ბევრ საინტერესო პროექტს უმზადებს, რომლის შესახებაც ოდნავ მოგვიანებით ჩვენი საიტის და გაზეთი „ნავიგატორის“ მეშვეობით შეგატყობინებთ.

 

დაიწყეთ მომზადება „ეროვნული ინტერნეტ კონკურსისათვის“.