კონკურსის შესახებ


საქართველოში სტარტს იღებს ყოველწლიური კონკურსი საუკეთესო ქართული ინტერნეტ გვერდების გამოსავლენად. კონკურსის მიზანია ქართული ინტერნეტ კონტენტის განვითარების მხარდაჭერა.

ჯეფრი ბეზოსი, დევიდ ფილო, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი ეს იმ პიროვნებების სახელებია, რომლებმაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ინტერნეტ საიტები შექმნეს (Amazon.com, Yahoo, Google).

ამ ადამიანებს მინიმალური თანხა გააჩნდათ საკუთარი საქმიანობის დაწყებისათვის, ოფისის ნაცვლად ზოგიერთი მათგანი ავტოფარეხს ან საკუთარ სახლს იყენებდა.

მათ ქონდათ სურვილი, საინტერესო გადაწყვეტილება და სწრაფვა პირველობისაკენ. მომსახურება, რომელიც ამ ადამიანების მიერ შეთავაზებულ იქნა ინტერნეტ მომხმარებლისათვის უდიდესი პოპულარობა მინიმალურ დროში მოიპოვა.

ასეთივე წარმატება შეიძლება მოიპოვოთ თითოეულმა თქვენთაგანმა. !!!

ამ კონკურსში მთავარი მიზანი არა მხოლოდ გამარჯვებული ინტერნეტ საიტის გამოვლენა, ამ კონკურსის საშუალებით გამოვლინდება საინტერესო მაგალითი, რომელმაც სხვა საინიციატივო ჯგუფებს, პროგრამისტებს სტიმული უნდა მისცეს გაცილებით უფრო საინტერესო რესურსი შექმნან. 


ეროვნული ინტერნეტ კონკურსის მიზნებია:

საქართველოში საინფორმაციო რესურსებისა და სერვისების განვითარება;
თანამედროვე ქსელური საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირება სახელმწიფო, სამეწარმეო, სამოქალაქო, საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო სტრუქტურებში;
სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ბიზნეს ორგანიზაციების დაინტერესების ზრდა ინტერნეტის, როგორც სოციალურ ეკონომიური განვითარების რეალური და ეფექტური ინსტრუმენტის გამოყენებაში;
საზოგადოების საინფორმაციო კულტურის ზრდა, ტექნოლოგიათა პოპულარიზაცია;
ინტერნეტის გამოყენების საუკეთესო სტრატეგიათა, მეთოდების და მოდელების ძიება საქართველოს ცენტრსა და რეგიონებში;
სოციალურად ღირებული პროექტებისა შესაძლებლობის ფარგლებში საინვესტიციო მხარდაჭერის აღმოჩენა;
ქართული კონტენტის შექმნის სტიმულირება გლობალურ ქსელში.