|
გენერალური სპონსორი კომპანია "მაგთიკომი"
მობილური კავშირგაბმულობის კომპანია შპს "მაგთიკომი" კომერციულ საქმიანობას 1997 წლის სექტემბრიდან ეწევა. 2005 წლის მარტიდან შპს. "მაგთიკომის" მფლობელები არიან ამერიკული კომპანიები Telcell Wireless, LLC და ITC, LLC.
დღეისათვის მაგთიკომს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი ბატონი დევიდ ლი.
დღეს მაგთიკომის GSM სიგნალით არის დაფარული საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 95%-ზე მეტი, მათ შორის აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც. დაფარულია მაღალმთიანი, ეკონომიკურად ნაკლებმომგებიანი რეგიონებიც, სადაც ხშირ შემთხვევაში GSM ქსელი კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა. საუკეთესო კომპანია უდიდეს დაფარვის ზონასთან, მრავალრიცხოვან აბონენტთან, მრავალფეროვან სერვისთან ერთად, აბონენტთა საუკეთესო მომსახურებასაც გულისხმობს. ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, მაგთიკომი ლიდერობს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე და აბონენტთა მომსახურების სფეროში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.
2005 წლის 5 აგვისტოს მაგთიკომმა მოიპოვა ახალი სიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია. აღნიშნული სიხშირული სპექტრი გამოიყენება ფიჭური კავშირგაბმულობის უახლესი (ე.წ. მესამე თაობის) სტანდარტის, UMTS-ის დასანერგად, რომელიც ხასიათდება მონაცემთა გადაცემის გაცილებით მაღალი სიჩქარით და საშუალებას იძლევა დაინერგოს მონაცემთა გადაცემაზე დაფუძნებული მრავალი ახალი სერვისი: ვიდეო ტელეფონია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-კავშირი და სხვა.
ამრიგად, მაგთიკომი ფლობს მობილური კავშირგაბმულობის ყველა მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენების ლიცენზიას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგთიკომის აბონენტებისათვის ხელმისაწვდომი იქნება კავშირგაბმულობის ყველა ახალი თაობის სერვისი.
2002 წლიდან მაგთიკომი საქართველოში მოქმედი უდიდესი კომპანიაა. სახელმწიფოს მიმართ ვალდებულების შესრულების პარალელურად, იგი ეწევა საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას, აქტიურადაა ჩართული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.
მაგთიკომის წარმატების მნიშვნელობა ერთი კერძო კომპანიის ფარგლებს სცილდება და ნათელი მაგალითია უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიის წარმატებული საქმიანობისა. ეს წარმატება სამომავლოდ პოტენციური ინვესტორებისათვის პრეცენდენტია იმისა, რომ საქართველოში ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტებული უმაღლესი სტანდარტების კომპანიები ჩამოყალიბდეს.
ოქროს სპონსორი – ჯორჯია ონლაინი
კომპანიის მიზანია, ინტერნეტი არამარტო ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს მოსახლეობისათვის, არამედ შესთავაზოს კომპანიებს მაღალი ხარისხის და იაფი კომპლექსური მომსახურება. ჯორჯია ონლაინი 2005 წლის 20 ივნისიდან ინტერნეტ კავშირს მხოლოდ სწრაფი ოპტიკური სადენებით ახორციელებს. საქართველოში ჯორჯია ონლაინი ერთადერთი პროვაიდერია, რომელმაც მთლიანად უარი თქვა სატელიტურ მომსახურებაზე. ინტერნეტთან კავშირი ხორციელდება ორიმიმართულებით – რუსეთის და თურქეთის ოპტიკური ხაზების გამოყენებით, რის გამოც ინტერნეტი საიმედოდ არის დაცული.
|