ორგანიზატორები

გაზეთი “ნავიგატორი” ერთადერთ ქართულენოვან საინფორმაციო რესურს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ მოვლენებს, პროცესებსა და ტენდენციებს აშუქებს.

20 გვერდიანი გაზეთი, რომლის ფასი 50 თეთრია, 2003 წლის 8 აპრილიდან,  ყოველ სამშაბათს უამრავ საინტერესო ინფორმაციას და მონაცემებს სთავაზობთ ერთგულ მკითხველს. ჩვენ გაზეთში მოქმედებს რუბრიკები: სიახლეები, საინტერსო ტექნოლოგიური მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვა, ანალიტიკური სტატიები კომპიუტერული, ინტერნეტ, მობილური და სატელეკომუნიკაციო დარგების შესახებ, ტესტური ლაბორატორია, განცხადებები, თამაშების მიმოხილვა და სხვა.

 

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი ITDC პროფესიონალი პროგრამისტების, დიზაინერებისა და IT ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული  ჯგუფია, რომელიც 1999 წლიდან მოღვაწეობს ქართულ IT ბაზარზე და სპეციალიზირებულია IT ინდუსტრიის სამ ძირითად მიმართულებაზე.

კორპორატიული, მცირე და საშუალო ზომის პრომო–საიტების, საინფორმაციო პორტალებისა და ინტერნეტ მაღაზიების შემუშავება, მათი განთავსება, ტექნიკური მხარდაჭერა, განვითარება და ე.წ. პრომოუშენი;
საინფორმაციო სისტემებისა და სპეციალური პროგრამული პროდუქტების შემუშავება სხვადასხვა ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და ავტომატიზაციის მიზნით.
IT კონსალტინგი, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის IT პროექტების გეგმარება, მართვა და აუდიტი. IT განვითარების სტრატეგიის ფორმირება და რეკომენდაციების შემუშავება.