კონკურსის შესახებ


 არალეგალური მუსიკის, კინოს და პორნოგრაფიული შინაარსის მქონე მასალებით აღჭურვილი საიტების გარდა ქართულ ინტერნეტში მალე აღარაფერი აღარ დარჩება. ქართული ინტერნეტი დაღუპვის პირას იმყოფება.

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლემა ქართულ ინტერნეტში - „ეროვნული ინტერნეტ კონკურსი 2007“ მიმართულია ამ მეტად გაუარესებული სიტუაციის გაუმჯოდესებისაკენ.

მსოფლიო ინტერნეტი უკვე ახალ ეტაპზე ახალ კონცეპტუალურ ტექნოლოგიებზე ეგრედ წოდებულ  WEB 2.0 - ზე გადადის, მაშინ როდესაც  საქართველოში პირატული ე.წ. „ვარეზული“ საიტების ბუმია.

მხოლოდ ცალკეული ადამიანები და ჯგუფები, რომლებსაც ესმით რა მნიშვნელობა და რა დადებითი შედეგი შეიძლება მოიტანოს მათმა საქმიანობამ, სრულ ენთუზიაზმზე ქმნიან საინტერესო ინტერნეტ პროექტებს.

კონკურსის მთავარი მიზანია სტიმულირება გაუკეთოს საინტერესო და სასარგებლო ქართული ინტერნეტ გვერდების, ინტერნეტ მაღაზიების, ბლოგების, სოციალური ქსელების, საბავშო  და საგანმანათლებლო ინტერნეტ რესურსების  შექმნას.

წლევანდელი კონკურსი მარათონის სახით ტარდება 26 ივნისს დაწყებული კონკურსი 26 სექტემბერს დასრულდება. ყველა პიროვნება ან ჯგუფი, რომელსაც დაუსრულებელი ინტერნეტ პროექტი ან თუნდაც იდეის დონეზე აქვს გადაწყვეტილი საიტის შექმნა, საშუალება ეძლევა დახვეწოს საკუთარი საიტი და მიიღოს კონკურსში მონაწილეობა,
კონკურსში  მხოლოდ 2006-2007 წელს შექმნილი ქართული საიტები შეძლებენ მონაწილეობას.

არალეგალური კონტენტის მქონე „პირატული“ საიტები კონკურსში მონაწილეობაზე არ დაიშვებიან.

სულ კონკურსში 8 კატეგორია იმოქმედებს, 6 კატეგორიაში საკმაოდ სოლიდური ფულადი პრიზებია გათვალისწინებული.

გარდა ამისა ცალკე ნომინაციაში, კომპანია მაგთი  აწესებს პრიზს ბალის სტუდენტური ინტერნეტ გვერდის და ბალის საიმიჯო საიტის შესაქმნელად.

ჯამში საპრიზო ფონდი 8 ათას დოლარზე მეტს შედგენს. კონკურის დასრულებამდე ნომინანტებს კიდევ ბევრი სიურპრიზი ელის.

კონკურსის გენერალური სპონსორია - „მაგთი“

კონკურსის ორგანიზატორები: გაზეთი „ნავიგატორი“ და „ITDC”


ეროვნული ინტერნეტ კონკურსის მიზნებია:

საქართველოში საინფორმაციო რესურსებისა და სერვისების განვითარება;
თანამედროვე ქსელური საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირება სახელმწიფო, სამეწარმეო, სამოქალაქო, საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო სტრუქტურებში;
სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ბიზნეს ორგანიზაციების დაინტერესების ზრდა ინტერნეტის, როგორც სოციალურ ეკონომიური განვითარების რეალური და ეფექტური ინსტრუმენტის გამოყენებაში;
საზოგადოების საინფორმაციო კულტურის ზრდა, ტექნოლოგიათა პოპულარიზაცია;
ინტერნეტის გამოყენების საუკეთესო სტრატეგიათა, მეთოდების და მოდელების ძიება საქართველოს ცენტრსა და რეგიონებში;
სოციალურად ღირებული პროექტებისა შესაძლებლობის ფარგლებში საინვესტიციო მხარდაჭერის აღმოჩენა;
ქართული კონტენტის შექმნის სტიმულირება გლობალურ ქსელში.