| კონკურსის გენერალური სპონსორი მაგთი |
|
მობილური კავშირგაბმულობის კომპანია შპს "მაგთიკომი" კომერციულ საქმიანობას 1997 წლის სექტემბრიდან ეწევა. დღეისათვის მაგთიკომის მფლობელები არიან ამერიკული კომპანიები Telcell Wireless, LLC და ITC, LLC. მაგთიკომის გენერალური დირექტორია ბატონი დევიდ ლი. მაგთიკომის ქსელით დაფარულია საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 97%-ზე მეტი. მაგთიკომმა ფუნქციონირება დაიწყო 900 მეგაჰერც სიხშირეზე, 1999 წლის ნოემბერიდან კი იგი საქართველოს GSM ოპერატორებიდან პირველი გადავიდა ორმაგ სიხშირეზე - GSM 900/1800 მეგაჰერცზე, რაც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სურვილით იყო განპირობებული. 2005 წლიდან მაგთიკომმა პირველმა საქართველოში დაიწყო მესამე თაობის ქსელის მშენებლობა, რათა მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა 3G სერვისები: შედეგმაც არ დააყოვნა - 2006 წლის ზაფხულში კომპანია, GSM-მომსახურების სრულ სპექტრთან ერთად, პირველად საქართველოში უზრუნველყოფს ახალი თაობის სერვისების მომსახურებას: მაგთის ვიდეოზარს, მაგთის მობილურ ტელევიზიას, მაგთის მაღალსიჩქარიან ინტერნეტს. ბოლო წლების განმავლობაში მაგთიკომი საქართველოში მოქმედი უდიდესი კომპანიაა, უდიდესია როგორც ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილით, ისე აბონენტთა რაოდენობით: 2007 წლის 15 მარტს მაგთიკომი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელსაც თავისი არსებობის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკაში ხუთასი მილიონი, ანუ ნახევარი მილიარდი ლარი აქვს შეტანილი. ამ პერიოდისათვის მაგთიკომი ორი ბრენდით, მაგთით და ბალით, მილიონ ორასი ათასზე მეტ აბონენტს ემსახურება. ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, მაგთიკომი უცვლელი ლიდერია საქართველოს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე და აბონენტთა მომსახურების სფეროში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. |
||




